იხილეთ ჩვენი ახალი საიტი

ვაკანსია - UI UX დიზაინერი

სფეის კარგო აცხადებს ვაკანსიას UI/UX დიზაინერის პოზიციაზე.

UI/UX დიზაინერის მოვალეობაში შედის, მომხმარებლების მოთხოვნების გათვალისწინებით, გრაფიკული ელემენტებისა და ნავიგაციის კომპონენტების შექმნა. იმისათვის, რომ წარმატებით გაუკმლავდე ამ მოვალეობას, საჭიროა დიზაინის პროგრამების და ხელსაწყობის კარგად ფლობა.

თქვენ უნდა შექმნათ ფუნქციონალური და მიმზიდველი დიზაინი, რომელიც პასუხობს ჩვენი კლიეტების საჭიროებებს და დაგვეხმარება მათი რაოდენობის გაზრდაში.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • პროდუქტის მენეჯერებთან და დეველოპერებთან ერთად, მომხმარებლების მოთხოვნების შეგროვება და შეფასება;
  • დიზაინერული იდეების ილუსტრირება სცენარების და პროცესების გამოყენებით;
  • ინტერფეისის ელემენტების გრაფიკული დიზაინის შექმნა, როგორებიცაა მენიუები, ტაბები, ვიჯეტები;
  • გვერდის ნავიგაციის ღილაკების და საძიებო ველების დიზაინის შექმნა;
  • UI მოქაფების და პროტოტიპების შექმნა, რომელიც კარგად ასახავს საიტის ფუნქციონალს და იერსახეს;
  • ორიგინალური გრაფიკული დიზიანის შექმნა(მაგალითად, სურათები, ესკიზები, ცხრილები);
  • შიდა ჯგუფებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის მონახაზების მომზადება და წარდგენა;
  • UX პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
  • მომხმარებელთა უკუკავშირზე დაყრდნობით, ცვლილებების შეტანა;
  • ფონტების, ფერებისა და სურათების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • UI/UX დიზაინერად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დიზაინერული პროექტების პორტფოლიო;
  • მოქაფების შესაქმენლად საჭირო პროგრამების ცოდნა;
  • დიზაინის პროგრამების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hr@spacecargo.ge

ჩვენი პარტნიორები